გამარჯობა!

სამართალდამცავი სტრუქტურა განსხვავებული ფორმით ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს (1089-1125) ჩამოყალიბდა მსტოვრების ინსტიტუტის სახელწოდებით . მას უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქვეყანაში და მის გარეთ არსებული მდგომარეობისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მეფისთვის მიწოდება ევალებოდათ. 1783 წელს საქართველომ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა რუსეთის მფარველობის ქვეშ მოექცა. 1801 წელს ქვეყანაში მეფობა გაუქმდა და საქართველო გახდა რუსეთის იმპერიის ერთ–ერთი ნაწილი.